ჩრდილოეთ კორეა

გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას განიხილავენ

AP

სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ის მოთხოვნით ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის ქმედების საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ოფიციალური ფხენიანის ინფორმაციით, რაკეტა ორბიტაზე თანამგზავრის გაყვანას ემსახურებოდა. თუმცა დასავლეთში ფიქრობენ, რომ გაშვების მიზანს ბალისტიკური რაკეტის შემოწმება წარმოადგენდა. 

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს რეზოლუციები არაერთხელ დაარღვია. ამ დარღვევების ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებები ოთხი ბირთვული ტესტი და რაკეტის არასანქცირებული გაშვება იყო.


ფოტო: Reuters


ფოტო: Reuters

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ რაკეტის გაშვება შეაფასა როგორც "შთამბეჭდავი კვამლი...დღის ცაზე გამოსახული კაშკაშა ვარსკვლავი." ფხენიანის მაცხოვრებლები რაკეტის გაშვებას თვალს ქალაქის ცენტრში სპეციალურად აღმართულ ეკრანზე ადევნებდნენ.


ფოტო: CDN

სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით. არსებობს ვარაუდი, რომ ჩრდილოეთ კორეა მეხუთე ბირთვული ტესტისთვის ემზადება. 

კომენტარები