პროცესები მაესტროში

წულუკიანი: ვალდებულება გვექნება, მაესტროს მეწილეების მოთხოვნა დავარეგისტრიროთ

თუკი ჩვენთან შემოვა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის მედიასაშუალების, მეწილეების მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას არ ექნება ხარვეზი, ჩვენ ვიქნებით ვალდებულები, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გუშინ განვაცხადე, იქნება ეს მაესტრო, რუსთავი 2 თუ სხვა მედიასაშუალება, რომ ისინი დარჩნენ ჩვენთან, ისინი დარჩნენ იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ჰქვია.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მაესტროს ახალი დირექტორის რეესტრში დარეგისტრირების შესახებ.

კომენტარები