ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული მეჰრან რ. თბილისში, მიროტაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული 1,36154 გრ ჰეროინი და 5,76 გრ ტრამადოლის შემცველი 24 აბი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 66 შეკვრად დაფასოებული 24,67 გრ ჰეროინი ამოიღო. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მეჰრან რ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები