უამინდობა საქართველოში

რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 მოძრაობა (რიკოთის უღელტეხილი) აღდგენილია.

რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო აიკრძალა.

კომენტარები