საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პოლიტიკური გუნდიდან ჰყავს, რომელსაც ნუკრი ქანთარია ეკუთვნის. თუ მას რაიმე კითხვები ჰქონდა ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა პარლამენტში, ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა. ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხაროა, მე ვფიქრობ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.
tbl.ge/64r
დაკოპირდა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიაზე. ცნობისთვის, დღეს ქანთარიამ თქვა, რომ "არ ვიცი, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი მიხეილ ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც სჭირდება ლავროვთან შეხვედრას".
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




