რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ქანთარია: არ ვიცი, ჯანელიძე ლავროვთან შეხვედრაზე რამდენად წონიანი იქნება

[რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან] შეხვედრა, ვფიქრობ, რომ აუცილებელია. თუმცა, არ ვიცი, ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი მიხეილ ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც სჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის... საკმაოდ კარგად უპასუხა ბატონმა თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. თედო უფრო ფრთხილი და მოზომილია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისევ დიპლომატიური, მაგრამ მკვეთრი პასუხი გასცა. თედო ჯაფარიძე არის მძიმეწონიანი დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრაზე.

კომენტარები