რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

გაბაშვილი: რუსეთთან ლაქუცის პოლიტიკას აზრი არ აქვს

ეს არის საქართველოს ხელისუფლების და მისი მიდგომების პრობლემა. საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ ელაქუცება რუსეთს და საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე თუ დაელაპარაკება რამეზე, თუნდაც გაზპრომის მოლაპარაკებას ვახსენებ, ფიქრობენ, რომ მიიღებენ რაიმეს ამის სანაცვლოდ. ამის სანაცვლოდ იღებენ მხოლოდ ტრადიციულ ცინიკურ დამოკიდებულებას რუსეთის მხრიდან. ამიტომ ლაქუცის პოლიტიკას აზრი არ აქვს, აზრი აქვს პრინციპულ დამოკიდებულებას რუსეთთან - როგორც საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე მხარესთან.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებზე.

კომენტარები