ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტი: პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციაში საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენებაზე, პროკურატურის რეფორმირებასა და პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელობაზეა საუბარი.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია დაბალანსებული და მომწიფებული პოლიტიკური სისტემისთვის. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი ძალადობრივი აქტი განხორციელებული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ უნდა იყოს სწრაფად და საფუძვლიანად გამოძიებული.

ევროპარლამენტი მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, გააუმჯობესონ პოლიტიკური კლიმატი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის თავიდან აცილების გზით, მიმართონ დიალოგს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად.

კომენტარები