NBA

ზაზა ფაჩულიას NBA All star-ში სათამაშოდ 14 228 ხმა დააკლდა

NBA

NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა. ზაზა ფაჩულიას სამეულში მოსახვედრად 14 228 ხმა დააკლდა. მან დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში 768,112 ხმით მე-4 პოზიცია დაიკავა.

დასავლეთის წინახაზელთა სამეული ასე გამოიყურება  - კობი ბრაიანტი - 1,891,614; კევინ დურანტი - 980,787; კავაი ლეონარდი - 782,339.

NBA-ს ALL-STAR-ი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.

საქართველოს ნაკრებისა და დალასის კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მადლობა Facebook-ით გადაუხადა. 

"ძალიან დიდი მადლობა ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში. ყველა ვარსკვლავის თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. ძალა ერთობაშია", - წერს ფაჩულია.

კომენტარები