NBA

რასელ ვესტბრუკმა რეკორდული, 182-ე სამმაგი დუბლით ოსკარ რობერტსონს გადაასწრო

clutchpoints

ვაშინგტონ ვიზარდსის გამთამაშებელი, რასელ ვესტბრუკი სამმაგი დუბლების რაოდენობით ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლიდერი გახდა და ამით მან ისტორიულ შედეგს მიაღწია.

ბოლო, ატლანტა ჰოუკსთან წაგებულ თამაშში მან 28 ქულა, 13 მოხსნა და 21 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, რაც მისთვის რიგით 182-ე სამმაგი დუბლი იყო და ამ შედეგით მან ლეგენდარულ კალათბურთელს, ოსკარ რობერტსონს გადაასწრო, რომელსაც კარიერაში 181 სამმაგი დუბლი ჰქონდა შესრულებული. ვესტბრუკამდე ოსკარ რობერტსონის რეკორდის გაუმჯობესება 47 წლის, 1 თვისა და 16 დღის განმავლობაში ვერავინ შეძლო.

რასელ ვესტბრუკმა 138 სამმაგი დუბლი ოკლაჰომაში თამაშის დროს შეასრულა, ხოლო 36 ვაშინგტონში თამაშისას. პირველ სამმაგი დუბლის ავტორი ის თავის პირველ სეზონში, 2009 წლის 2 მარტს გახდა. პირველი 6 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 8 სამმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო დანარჩენი 174 მომდევნო სეზონებში, მათ შორის, 2016-2017 წლებში მან ერთ სეზონში შესრულებული სამმაგი დუბლების (42) რაოდენობითაც რეკორდი დაამყარა. ამ სეზონში 36 სამმაგი დუბლით ის ლიგის ლიდერია.

ამ მონაცემებით, რასელ ვესტბრუკის გუნდი, ვაშინგტონ ვიზარდსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა და პლეიოფში მოსახვედრად ინდიანა პეისერს დაუპირისპირდება. 

ვესტბრუკის სამმაგი დუბლი:

კომენტარები