NBA

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის მოქმედ ჩემპიონში, მილუოკი ბაქსში ითამაშებს

ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს მოქმედ ჩემპიონში, მილუოკი ბაქსში ითამაშებს. 2021 წლის NBA-ის დრაფტი დღეს დილით გაიმართა და მეორე რაუნდის 24-ე ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია, თუმცა გაცვალა და მამუკელაშვილი მილუოკი ბაქსში ითამაშებს.

სანდრო მამუკელაშვილმა ბოლო სეზონი სეტონ ჰოლის რიგებში გაატარა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ის საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას და 3.2 გადაცემას აგროვებდა.

მამუკელაშვილი ვლადიმერ სტეფანიას, ზაზა ფაჩულიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის შემდეგ მეექვსე ქართველი იქნება, რომელიც NBA-ში ითამაშებს. დრაფტის შემდეგ, საქართველოს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2 ქართველი ეყოლება - მამუკელაშვილი და ბითაძე, რომელიც ინდიანა პეისერსის წევრია. მილუოკი ბაქსის ღირსებას 2004-2005 წლებსა და 2013-2015 წლებში ზაზა ფაჩულიაც იცავდა.

კომენტარები