ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" უმცირესობის ფარგლებში რიგით მეოთხე ფრაქცია იქნება.
დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ფრაქციაში ერთიანდებიან დეპუტატები: აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გიორგი ღვინიაშვილი, როლანდ ახალაია, შოთა მალაშხია და ნიკა ყიფშიძე. ფრაქციას ღვინიაშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების მიზეზად მიხეილ მაჭავარიანი იმ დროითი და მატერიალური რესურსის გამოყენებას ასახელებს, რომელიც პარლამენტში ფრაქციებს აქვთ.





