გაზპრომთან მოლაპარაკებები

ცისკარიშვილი: ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი დაგვიქვეითა

ამ ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის მანძილზე სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი დაუქვეითა საქართველოს. ეს ხელისუფლება ჩვენ გაზს გვაკარგვინებს, ის რაც გვაქვს გარანტირებული ძველი ხელშეკრულებით იმასაც ვკარგავთ. რუსეთს უკვე შეუძლია მოგაწვეს, მაშინ როცა კალაძისნაირი ენერგეტიკის მინისტრი გიზის, იქით ივანიშვილი ყავს და გეუბნება - აბა ბიჭებო, ახლა გადავედით იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც ყველა დანარჩენ ქვეყანას აქვს და სიტუაციას ნუ მიფუჭებთ, რადგან მერე ბელორუსი, უკრაინა და სხვები ასევე მთხოვენ ნატურით დაგვიტოვე გაზიო. გვაწვებიან და თავისი გასდით. ჩვენს დროსაც ქონდათ ეს მცდელობა, მაგრამ ჩვენ ვამბობდით არა. 

პეტრე ცისკარიშვილი გაზპრომთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე

კომენტარები