გაზპრომთან მოლაპარაკებები

უსუფაშვილი: ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს ჩვენ გამოვძებნეთ გაზპრომი

დღეს ძალიან ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს  ჩვენ გამოვძებნეთ გაზპრომი და ახლა გავმართეთ მასთან მოლაპარაკებები. გაზპრომთან საქართველო მუდმივად, ყველა ამ წლების განმავლობაში, იყო ხელშეკრულებით ურთიერთობაში. ამ ხელშეკრულებებს აქვს პირობები და მას აქვს ვადები. გაზპრომთან ხელშეკრულების გაგრძელება იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს საკუთრებაში არსებული მილსადენი, რომელიც მოხერხდა თავის დროზე და არ გაიყიდა, არ მიეყიდა რუსეთს და გახსოვთ რამდენიმე  წლის წინ ამაზე საუბრობდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, იმ გაზსადენში გადის გაზი, რომელიც მიეწოდება სომხეთს.  ამასობაში, ამ გაზსადენის ოპერირების პირობები, საქართველოს მიერ ტრანზიტის საფასურის მიღების ვადები და პირობები და სხვა საკითხები რომლებიც დაკავშრებულია ამასთან, არის აუცილებლად მოსალაპარაკებელი. ამიტომ თავისთავად მოლაპარაკების ფაქტში რა სიახლე და რა პრობლემაა, მე ეს არ მესმის. მე შეგახსენებთ რომ რუსეთიდან აი ამ გაზსადენით საქართველო დღემდე ყოველთვის იღებდა გაზს. ეს არ არის ახალი გაზი. აქ შეიძლება  იყოს ცოტა მეტი გაზი, ცოტა ნაკლები გაზი, მაგრამ რუსეთიდან  გაზს ჩვენ ყოველთვის ვიღებდით და არცერთ ექსპერტს, ჟურნალისტს, წინა მთავრობის თუ ხელისუფლების წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ჩვენ რუსული გაზი არ უნდა მივიღოთო. 2011 წელს, 2010 წელს, 2009 წელს, 2008 წელს, 200 7 წელს რუსული გაზი არ ჩაუკეტავს არავის და არ უთქვამს, რომ ეს იმდენად ბევრი გაზია ჩვენს ენერგოსისტემაში, რომ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს სამოუკიდებლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ხვალაც და ზეგაც. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი და ძირითადი პარტნიორი ამ საკითხში იყო და რჩება აზერბაიჯანი, რაც შეეხება დამატებით სარეზერვო საშუალებებს, იქნება ეს თურქეთიდან, ირანიდან, ხვალ სომხეთში თუ აღმოჩნდება გაზი და იქედან შეგვეძლება დამატებით საჭიროებისთვის  თუ დაგვჭირდა იქედან შემოვიტანოთ. ეს შესაძლებლობები , ეს ვარიანტები საქართველოს უნდა ჰქონდეს. 

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

კომენტარები