გაზპრომთან ახალი ხელშეკრულებით ჩვენ მრავალ მილონ დოლარს ვკარგავთ და ვჩუქნით მას გაზპრომს. მაშინ, როცა გაზის ფასი დაახლოებით 300 დოლარი ღირდა ათასი კუბური მეტრი, საქართველოში ტრანზიტის სანაცვლოდ დატოვებული 200 მილიონი კუბური მეტრი გაზის ღირებულება გამოდიოდა 60 მილიონი დოლარი. ეს იყო ჩვენი სარგებელი მაშინ. როცა გაზის ფასი 200 დოლარია, ჩვენი შემოსავალი 40 მილიონი დოლარის ტოლფასია. ახლა თურმე რუსეთი მხოლოდ 15 მილიონ დოლარს გვთავაზობს. ეს რომ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც დღემდე ვიღებთ, კარგად ვხედავთ. ამით ჩვენთვის დატოვებული გაზის ნახევარსაც ვერ შეიძენ, ხოლო გაზის ფასის მატების შემთხვევაში, მესამედიც სანატრელი გაგვიხდება. თანაც ფასი გაზპრომთან მოლაპარაკების საგანი ხდება, ანუ სპილოს ჭიანჭველა უნდა ევაჭროს. ისეთი ჭიანველა, რომელსაც ჩვენი მთავრობის გული აქვს.
tbl.ge/aoe
დაკოპირდა

ეკონომისტი რომან გოცირიძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე
ამავე თემაზე
- ბოკერია გაზპრომზე: ქვეყნის ინტერესების დაცვა ან არ შეძელით, ან კორუფციით დათმეთ
- ენმ გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
- რატიანი: მოვითხოვთ ნდობის ჯგუფის შექმნას, რათა ვნახოთ გაზპრომთან ხელშეკრულება
- ენმ-ის წევრებმა კანცელარიასთან გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს
- პრეზიდენტი: Gazprom-თან ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა




