სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის ინფორმაციით, სირიის 45 წლის მოქალაქე ლინა ალ-ქასიმი 6 იანვარს საკუთარმა შვილმა, ალი საქრმა სიკვდილით დასაჯა. ალი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრია. ალ-ქასიმს უცხოურ პარტიებთან თანამშრომლობა დასდეს ბრალად. ის სირიის ქალაქ ალ-რაქას ფოსტაში მუშაობდა და ტერორისტმა შვილმა სწორედ ფოსტის შენობის წინ მოკლა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია სირიელი ქალი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებაც. მას სირიის თავისუფალ არმიასთან თანამშრომლობა დასდეს ბრალად. ის წერდა ალ-რაქას ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, რომელსაც ახლა ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტი აგვისტოში მოკლეს, თუმცა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ახლახან გავრცელდა.





