უამინდობა საქართველოში

ძლიერი თოვის გამო ვარშავა-ქუთაისისა და ქუთაისი-ვარშავის რეისები გადაიდო

WizzAir

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში წუხელ დაგეგმილი რეისები ვერ შესრულდა. ძლიერი თოვის გამო ვარშავა-ქუთაისისა და ქუთაისი-ვარშავის რეისები გადაიდო.

"თვითმფრინავი ვარშავიდან გამთენიისას უნდა ჩამოსულიყო, ქუთაისიდან კი უკან 06:45 საათზე უნდა დაბრუნებულიყო. გადადებული რეისები 5 იანვარს გამთენიისას შესრულდება", - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

ამ დროისთვის ქუთაისში აღარ თოვს და დღეს დაგეგმილი ყველა რეისი განრიგის მიხედვით შესრულდება.

კომენტარები