ფოთი

ფოთში თევზის გადამამაუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

framepool.com

ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ფოთის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში, ანუ მაშინ, როდესაც თევზის გადამამუშავებელი ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ აუტანელი სუნი აწუხებთ.

აქციის მონაწილეები ქარხნების ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, რომ სანიტარული რეგულაციები დაიცვან და საწარმოები ჰაერის გამწმენდი ფილტრების გარეშე არ ამუშავონ. აქციონერების საპასუხოდ ერთ-ერთი თევზის საწარმოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისინი საწარმოო პროცესში ფილტრებს იყენებენ, თუმცა თევზის სუნს ვერცერთი ფილტრი სრულად ვერ აქრობს.

აქციაზე შეკრებილები სანიტარული ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების ზრდასაც მოითხოვდნენ. აქციონერთა თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავს აქციებს პერნამენტული სახე მიეცემა.  დღევანდელ აქციაში დაახლოებით 100-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები