დაჭრა

ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

metro.us

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი პირი დღეს დილით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის ქუჩაზე ინციდენტი გუშინ მოხდა. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთ-ერთი თავში. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები