ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მან 11-დან 10 ხმა მიიღო. დღეს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა მიმდინარეობს. წევრებმა ფარული კენჭისყრით 100-დან 61 მოსამართლე უნდა შეარჩიონ ვაკანტურ თანამდებობებზე.
პარალელურად აქცია იმართება საბჭოს შენობასთან. პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას აპროტესტებენ. აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს.
მურუსიძე 3 წლის გამოსაცდელი ვადით აიჩიეს.





