საქართველოს საპატრიარქო

მიტროპოლიტი: ხარაგაულში ბაგა-ბაღის პედაგოგების მოთხოვნები დაკმაყოფილდება

news.ge

"ხარაგაულში საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საგანმანთლებლო დაწესებულების პირობების გასაუმჯობესებლად, მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება", - სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ წმინდა სინოდის კრების მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განჩინების ტექსტის მედიისთვის გაცნობისას განაცხადა.

წმინდა სინოდმა 22 დეკემბერს მოისმინა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის, რუსთველი მიტროპოლიტის (გამრეკელი) წლიური ანგარიში საპატრიარქოს სკოლების 2014-1015 სასწავლო წლის შედეგების შესახებ, მათ შორის, საუბარი იყო ხარაგაულში საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბაგა-ბაღის მდგომარეობის შესახებ. მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას განცხადებით, ბაგა-ბაღის პედაგოგების ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებენ და დააკმაყოფილებენ.

სინოდის განჩინების ტექსტის თანახმად, სინოდალური კომისია ყოველწლიურად განიხილავს და დაამტკიცებს სასწავლო დაწესებულებების ბიუჯეტს.

ორი კვირის წინ, რუსთავი ორმა მოამზადა სიუჟეტი ხარაგაულში, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საგანმანთლებლო დაწესებულების მძიმე პირობების და მდგომარეობის შესახებ. პედაგოგები დაბალ და გაუცემელ ხელფასებსაც უჩივიან.

კომენტარები