რუსეთი-საქართველო

კარასინმა აბაშიძესთან სატელეფონო საუბარში ახალი სავიზო რეჟიმი განმარტა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ტელეფონით ისაუბრეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარასინმა აბაშიძეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ახალი ნორმები განუმარტა. ამას გარდა, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას.

"რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციასა და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო, ჰუმანიტარული და კერძო ვიზები, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ნათესაობრივი კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ორგანოების მიერ დადგენილი წესით. რუსული მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენაა მიმართული და არ გამორიცხავს შემდგომში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები