შალვა აბულაძის საქმე

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

შალვა აბულაძე
შსს

ორი პოლიციელის მკვლელობასა და კიდევ ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა გადაწყვეტილება დღეს, 13:00 საათზე გამოაცხადა. სამხრეთის კარიბჭის ცნობით, განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია.

შალვა აბულაძე ორი პოლიციელის მკვლელობის, ორის დაჭრის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა/შენახვა/ტარების ბრალდებით 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს.

კომენტარები