შალვა აბულაძის საქმე

ომბუდსმენი აბულაძეზე შესაძლო ფიზიკური ზეწოლის გამოძიებას ითხოვს

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველი შალვა აბულაძესთან დაკავშირებით პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს. ომბუდსმენი დაკავებულზე შესაძლო ფიზიკური ზეწოლის გამოძიებას ითხოვს. ბრალდებული სახალხო დამცველის რწმუნებულებმა უკვე მოინახულეს. აბულაძემ მათ უთხრა, რომ დაკავებისას და მე-8 დაწესებულებაში მოთავსებისას მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. 

"სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შალვა აბულაძე მეშვიდე დაწესებულებაში მოინახულეს. აბულაძის თქმით, დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ასევე მისი განცხადებით, მერვე დაწესებულებაში მოთავსების შემდეგაც მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დააფიქსირეს, რომ მას სხეულზე აღენიშნება გარკვეული დაზიანებები, რაც დოკუმენტალურადაც დასტურდება. სახალხო დამცველი აპირებს, რომ გამოძიების დაწყების თაობაზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართოს", - განაცხადა ომბუდსმენის მოადგილემ ნათია კაციტაძემ.

მრავალჯერ ნასამართლევი შალვა აბულაძე ორი პოლიციელის მკვლელობის და ორი პოლიციელის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

კომენტარები