დაგროვებითი საპენსიო სისტემა

ხვიჩია: მაღალი კონსენსუსის არარსებობის პირობებში პროცესი სტაბილური ვერ იქნება

მე პირველ სანერვიულოს რასაც ვხედავ ამ საკითხში, არის ის, თუ რამდენად თანმიმდევრული იქნება საქართველოს მთავრობა ამ საკითხში. ეს ხო ხვალ არ დგება შედეგი, ჩვენ შედეგს მივიღებთ 30-40-50 წლის მერე. ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ ვერ შევთანხმებულვართ ამ საკითხზე და გგონიათ, რომ საქართველოს მთავრობა 40-50 წლის განმავლობაში თანმიმდევრული იქნება ამ პროცესებთან დაკავშირებით? მე ეჭვი მეპარება. რაც შეეხება იმას, რომ სჭირდება თუ არა რამე ცვლილებები, ცხადია, თუ გადასახადების პირდაპირი და ირიბი მატება და ასეთი ჩანაწერები გვაქვს, არის დაუშვებელი, თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას, სადაც ჩვენ გვაქვს, რომ მთავრობას შეუძლია, დამატებით 3 წლამდე შემოიღოს რაღაც გადასახადი, მაგრამ ცხადია, აქ 3 წლამდე პერიოდში არანაირი შედეგი არ იქნება, აქ საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაზე. როცა საქმე ეხება 50 წლის შემდეგ მოსახდენ ამბავს, უნდა იყოს ძალიან მაღალი კონსენსუსი ქვეყანაში იმ პერიოდში არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის. თუ ოდნავ მაინც დგას იმის ეჭვი, რომ რომელიმე სერიოზული პოლიტიკური ძალა ამას არ ეთანხმება და ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ ეს პოლიტიკური ძალა ცოტა ხანში მოვა ხელისუფლების სათავეში, რამდენად იქნება სტაბილური ეს პროცესი თავიდან ბოლომდე, რამდენად ექნება ნდობა მოსახლეობას ამ ყველაფრის მიმართ? როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ ასე სჯობს შენთვის ცხოვრება, ასე უკეთესად იქნები, საერთოდ მორალურად მგონია გაუმართლებელი. ვინ იცის, ჩემთვის რა არის უკეთესი? ვინ ფლობს ასეთ ცოდნას? ასეთი ცოდნის მფობელ ადამიანს, ვინც იცის, სხვისთვის რა ჯობია, მე ზოგადად ეჭვის თვალით ვუყურებ და არ მგონია სერიოზული ის კაცი

კომენტარები