ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროკურატურა მუშაობს. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, აღნიშნული მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიწყო.
ცესკოში პროკურატურა რამდენიმე დღის წინ შევიდა.





