დაკავება

ექსტაზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ილმაზ თ. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ილმაზ თ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის და პირადი ჩხრეკისას 36 აბი ე.წ. "ექსტაზი" ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,0136 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანანო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ს მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები