რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორის მძღოლი შსს-ში დაიბარეს

ტელეკომპანია რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორის მძღოლი კახა კუბლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბარა. უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომელი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გასაუბრებაზე დაიბარეს, რათა დამატებითი დეტალები გაირკვეს.

რუსთავი 2-ის მიერ 8 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები კახა კუბლაშვილის გადაბირებას ცდილობდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში, პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ.

კომენტარები