რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ამ მეთოდებით რუსთავი 2-ში შემოძრომას ცდილობენ

ეს იყო გადაბირების მცდელობა. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. ჩვენ ირგვლივ წრეს გამუდმებით ავიწროვებენ. კომპანიაში ამ მეთოდებით შემოძრომას ცდილობდნენ. ჩვენ გვახსოვს, რომ მათ ერთხელ ეს შეძლეს და ვიპოვეთ კამერები ჩვენს ოთახებში. ახლაც ამაზე მუშაობენ. ეს არ არის უბრალო გადაბირების მცდელობა. ეს ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს ეს შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ ვერაფრის გარკვევა ვერ მოხდება, გამოძიება მაინც უნდა დაიწყოს. შემდგომი მთავრობის პირობებში ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, როგორც ბევრი საქმე, რომელიც რუსთავი 2-თან არის დაკავშირებული. როდესაც ადამიანს, რომელიც არის მძღოლი რიგითი ტელეკომპანიის, აჩერებენ და 2 საათის განმავლობაში აკაჩავებენ, უსაფრთხოების სამსახურმა ჩვენ უნდა გაგვიმარტოს, რა მიზანი ამოძრავებთ, რა სპეცოპერაციაა ეს, რა საშიშროებაა რუსთავი 2-ში, რა ინფორმაცია უნდა მიუტანოს მათ მძოლმა და საერთოდ, რას გეგმავენ რუსთავი 2-თან დაკავშირებით

ნიკა გვარამია სუს-ის მიერ რუსთავი 2-ის თანამშრომლის გადაბირების მცდელობაზე

კომენტარები