ინფლაცია

მეჭიაური ინფლაციაზე: 6% ჯერ არ არის კატასტროფა

ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, მისი უშუალო ფუნქციაა. და დანარჩენი, 6% ჯერ არ არის კატასტროფა და მე უფრო დაველოდები გარეშე ფაქტორების განვითარებას ახლა, იმიტომ, რომ ჩვენ იმდენად ჩვენს შიდა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე არ ვართ დამოკიდებულები, რომელიც ყველა პარამეტრში ჯდება - არამედ, საგარეო ფაქტორები როგორ განვითარდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჩვენთვის, ამიტომაც პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ინფლაციაზე, რომელიც სამიზნე მაჩვენებელს უკვე მეორე თვეა აჭარბებს. ნოემბერში მან 6.3% შეადგინა. ეროვნული ბანკი 2016 წლის დასაწყისში დაახლოებით 7%-იან ინფლაციას ელოდება.

კომენტარები