კალიფორნიაში სროლის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. დაშავებულია 17 ადამიანი. თავდასხმა სან ბერნარდინოში, სოციალური მომსახურების ცენტრზე მოხდა, რომელიც შშმ პირებს ემსახურება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებს სამხედრო ფორმები ეცვათ.
ორმხრივი სროლის დროს ორი თავდამსხმელი დაიღუპა. მესამე დაკავებულია.
ორივე დაღუპული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. ერთ-ერთი 28 წლის სიიდ ფარუკია, რომელიც ჯანდაცვის ინსპექტორად მუშაობდა, მეორე კი მისი ცოლი 27 წლის ტაშფინ მალიკი.
FBI-ის განცხადებით, ჯერჯერობით არ იციან, რამდენადაა დაკავშირებული შემთხვევა ტერორიზმთან. ადგილობრივი პოლიცია კი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს "ქვეყნის შიდა ტერორიზმი" იყოს.





