დააკავეს პირი, რომელმაც კიკეთში კიკეთში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაჭრა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილი ორი ქალი თბილისში ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის ცნობით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული. ამ დრომდე დაჭრილებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.