თავდასხმა

კიკეთში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს

კიკეთში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სროლისას დაჭრილი ორი ქალი თბილისში ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში მოათავსეს.

კლინიკის ცნობით, ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული. ამ დრომდე დაჭრილებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. 

დაჭრის ფაქტზე დაწყებულია საგამოძიებო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები