პენსია

კალაძე პენსიის გაზრდაზე: მაქსიმალურად ამოვკრიფეთ ყველა სამინისტროდან

ამაზე დიდი ხანია მიდიოდა მუშაობა და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მთავრობამ, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ივლისიდან პენსია იქნება 180 ლარი. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა და ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ზოგადად, ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ის ორიენტირებულია ადამიანზე, ხალხზე და ჩვენი, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც იქნა გაჟღერებული 2012 წელს იგივე სოციალურ მიმართულებებზე, ზუსტად ეს არის ის პროგრამა, ის პროექტი, რომელიც იყო თავიდანვე გაჟღერებული და ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. [პენსიის გასაზრდელად] მაქსიმალურად იქნა მოძიებული, ამოკრეფილი ყველა სამინისტროდან თუ რა შესაძლებლობები იყო.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიის 20 ლარით გაზრდაზე.

კომენტარები