საპრეზიდენტო არჩევნები არგენტინაში

კონსერვატორი მაურისიო მაკრი არგენტინის ახალი პრეზიდენტია

AFP

კონსერვატორი მაურისიო მაკრი არგენტინის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. მან არჩევნებში ხმების 51.5 % დააგროვა. მისმა ოპონენტმა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დანიელ სკიოლიმ კი - 48.5 %.

მაკრის გამარჯვებას შესაძლოა, ისტორიულიც კი ეწოდოს, რადგან არგენტინას ბოლო 12 წლის განმავლობაში, პერონისტული პარტიის წარმომადგენლები მართავდნენ.

მაკრიმ გამარჯვების დადასტურების შემდეგ ბუენოს-აირესში მის ათასობით მხარდამჭერს სიტყვით მიმართა: "დღეს ისტორიული დღეა, ეს ეპოქალური ცვლილებაა".

მაკრის გამარჯვება მოულოდნელი იყო, რადგან პირველი ტურში დანიელ სკიოლი ლიდერობდა. თუმცა, მეორე ტურში მაკრიმ გამარჯვება მაინც მოახერხა.

მაკრი 1995 წლიდან 2007 წლამდე არგენტინის მთავარი საფეხბურთო გრანდის "ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტი იყო. 2007 წლიდან დღემდე კი ის არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს-აირესის მერი იყო.

კომენტარები