ტერორიზმი

ბელგიაში ანტიტერორისტული რეიდებისას 16 ადამიანი დააკავეს

BBC

ბელგიაში ანტიტერორისტული რეიდებისას 16 ადამიანი დააკავეს, თუმცა, 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების სავარაუდო მონაწილე სალაჰ აბდესლამი კვლავ მიმალვაშია. ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აბდესლამის გარდა კიდევ ერთ ტერორისტს ეძებენ. მისი ფოტო გუშინ გავრცელდა.

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის გამო კვლავ საგანგებო მდგომარეობაა. დახურულია უნივერსიტეტები, სკოლები და მეტრო.

10 დღის წინ პარიზში მომხდარ ტერაქტებს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები