აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: შევთანხმდით რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემაზე

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე პრაღიდან დაბრუნდა, სადაც გრეგორი კარასინთან მოლაპარაკებები გამართა. აბაშიძის ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ რუსეთში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების გადმოცემის შესახებ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პრემიერის წარმომადგენლის თქმით, საუბარი ამ საკითხზეც შედგა, თუმცა დეტალებზე ყურადღება არ გამახვილებულა.

"ჩვენს იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსეთში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადავდგით. ახლო მომავალში ალბათ რამდენიმე ჩვენს მოქალაქეს დავაბრუნებთ კიდევ. ფიქრობენ ამ სავიზო რეჟიმის გამარტივებას ახლო მომავალში ალბათ. თუ ასე მოხდება, ეს რა თქმა უნდა, ბევრ ჩვენ მოქალაქეს დაეხმარება იმაში, რომ თუ მას სჭირდება რუსეთში გამგზავრება, ნაკლები პრობლემებით მოახერხოს ეს. ვისაუბრეთ სატრანზიტო ავიაციის, საზღვაო გადაზიდვების, სახმელეთო მოძრაობის თემებთან დაკავშირებითაც" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

კომენტარები