დმანისი

დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის ქანდაკების პრეზენტაცია

facebook.com/GNMuseum

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა. თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ3), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. თავის ქალა 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მას სხვა ნიმუშებთან შედარებით უფრო მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს. ეს ნიმუში დმანისის კოლექციიდან ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა. ქანდაკების ავტორი ამერიკელი პალეო-არტისტი ჯონ გურჩია. 

კომენტარები