დმანისი

დმანისში ოპოზიციონერ დეპუტატს ვერ პოულობენ

კადრი ვიდეოდან/მთავარი

დმანისში ოპოზიციონერ დეპუტატს რამიზ რამაზანოვს ვერ პოულობენ. მისი ნათესავები და თანაგუნდელები მას უკვე მეორე დღეა ეძებენ. 

"ჩემი ნათესავია, სიძეა, ახლაც ვერ ვუკავშირდებით. ჩვენები წავიდნენ საძებნელად და ვერსად პოულობენ. ტელეფონიც გამორთული აქვს გუშინდელის მერე. არ ვიცი რა ყნდა დამართნოდა".- ამბობს რამაზანოვის ნათესავი მთავარ არხთან. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან მოსაშვილი ამბობს, რომ რამაზანოვი რამდენიმე დღეა კონტაქტზე არ გამოდიოდა და მას სამსახურში მიაკითხა. მოსაშვილის თქმით, სუს-მა მათი თანაგუნდელი გაიტაცა.

"მოვიდნენ, მოკიდეს ხელი და ტერიტორიიდან გაიყვანეს. სად წაიყვანეს არ ვიცი. სუს-ის მანქანა იდგა და ელოდებოდა. სავარაუდოდ მათ გამოიძახეს დამატებითი პიროვნებები და წაიყვანეს. ესაუბრებოდა ახლადდანიშნული გუბერნატორი, რომლის სახელი და გვარი არ იცის და მისი მოადგილე და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ მის გადაწყვეტილებას არ შეიცვლიდა და არ მივიდოდა საკრებულოს სხდომაზე, ის იქნებოდა დაპატიმრებული".- ამბობს მოსაშვილი. 

ტაბულა ინფორაციის გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

დმანისის საკრებულოში ოპოზიციისა და ქართული ოცნებას 15-15 წევრი ჰყავთ. პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, თუ მომდევნო სხდომაზე, რომელიც პარასკევს, 10 დეკემბერსაა ჩანიშნული, იგივე მოხდა, რეგიონში ახალი არჩევნები დაინიშნება.

 

კომენტარები