საფრანგეთის პრემიერმინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, "ჩვენ ვიცით, რომ ტერაქტები მზადდებოდა და ახლაც მზადდება, არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგაც“. ამის შესახებ ვალსმა რადიოსადგურ RTL-თან საუბრისას თქვა. მისი ინფორმაციით, ტერაქტი სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა.
პრემიერმინისტრი ასევე აცხადებს, რომ, მისი აზრით, თავდასხმები ისევ მოსალოდნელია, უახლოეს დღეებში ან კვირებში.
ამასთანავე, ვალსი ადასტურებს, რომ მთელი საფრანგეთის მასშტაბით ჩატარებული რეიდები პარიზში მომხდარ თავდასხმებს უკავშირდება.





