კონტრაბანდა

საუდის არაბეთში Pepsi-ს შეფუთვაში გახვეული 48 000 ქილა Heineken-ი ამოიღეს

საბაჟოს თანამშრომელი Heineken-ის ბოთლებს Pepsi-ის შეფუთვას აცლის
لجمارك السعودية

საუდის არაბეთში ალკოჰოლური სასმელების შეტანა და მოხმარება აკრძალულია, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ამ აკრძალვის მიუხედავად ალკოჰოლს მაინც მოიხმარენ. ქვეყნის საზღვარზე ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ კონტრაბანდული გზით აღწევენ. დღეს ქვეყნის საბაჟომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაბანდული პარტია აღმოაჩინა, ტრაილერიდან 48,000 თუნუქის ქილა Heineken ამოიღეს, რომლებიც Pepsi-ს შეფუთვაში იყო გახვეული.

ქვეყნის საბაჟოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო მედიისთვის გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ ალკოჰოლური სასმელები სხვა მსგავს შემთხვევებშიც აღმოუჩენიათ. აგვისტოში საბაჟოზე 19 000 ტომატ პასტის კონსრევის ქილის შიგთავსში არაყი აღმოაჩინეს.
 


ფოტო: twimg.com
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO-ს ალკოჰოლის მოხმარების სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ საუდის არაბეთის მოქალაქე წელიწადის მანძილზე 0.2 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელებს მოიხმარს. ეს მონაცემი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

WHO-ს კვლევაში მიღებული ასეთი დაბალი მაჩვენებლის მიზეზი სავარაუდოდ ალკოჰოლის მოხმარებისთვის განკუთვნილი სანქციებია, რომლის გამოც მოქალაქეები მსგავს გამოკითხვებში სიმართლის თქმას ერიდებიან.

კომენტარები