კონტრაბანდა

საგამოძიებო: ორ პირს სარფის საბაჟოზე 1692 ცალი მაჯის საათი მალულად გადაჰქონდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სარფის საბაჟო საზღვარზე 1692 ცალი მაჯის საათის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე, ორი პირი ამხილა. მათ საათები ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ შენახული. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში, 874 ცალი, ხოლო, მეორე შემთხვევაში 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით თურქეთის რეპუბლიკაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბადული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები