სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოდან შემავალი ავტომობილში სკანირებისა და შემოწმების შედეგად 910 წყლის კუ აღმოაჩინეს, რომელიც თურქეთში არალეგალურად, კონტრაბანდული გზით გადაჰყავდათ.
არსებული ინფორმაციით, კუების ამ რაოდენობის საბაზრო ღირებულება 655 ათასი ლირაა (51 ათასი ლარი).
მომხდარზე გამოძიება ხოფას მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.