რუსთავი 2-ის საქმე

ხუხაშვილი: ურთმელიძემ სიტუაცია კიდევ ერთხელ ააფეთქა, ის ძალიან ცუდი მოქალაქეა

საქმის დინამიკას თუ დავაკვირდებით, იგივე ურთმელიძის გადაწყვეტილებების მთლიან სურათს თუ შევხედავთ, რა ხდებოდა თავიდან, არსებითი განხილვის დროს, შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გარკვეულწილად ტემპერატურა დაწია. მეტ-ნაკლებად დაუახლოვდა პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს და თითქოს ის სახელმწიფოებრივი რისკები, რაც გველოდებოდა, ჩაწყნარდა. ამის შემდეგ ურთმელიძემ სიტუაცია კიდევ ერთხელ ააფეთქა. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, არა მხოლოდ რუსთავი 2-ის, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. მე არ შემიძლია ვილაპარაკო ახლა იმაზე, როგორი მოსამართლეა ურთმელიძე, მაგრამ ის, რომ ცუდი მოქალაქეა, ძალიან ცუდი მოქალაქეა, ამაზე შემიძლია საუბარი. ის არ არის მხოლოდ მოსამართლე. რატომღაც ამ კონტექსტში განიხილება და ხელშეუხებელი ხდება ესა თუ ის პიროვნება, რომელსაც მანტია აცვია. ასე არ არის სინამდვილეში. კი ბატონო, მე მოსამართლის კომპეტენციაში არ ჩავერევი, თუ არსებობს ასეთი ეთიკა, მაგრამ როგორც მოქალაქე, ის ჩემში არ ტოვებს და არ აღძრავს დადებით ემოციებს. იმიტომ, რომ დღეს გაჩნდა სახელმწიფოებრივი რისკები ძალიან მაღალი.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გადაცემა არჩევანში.

კომენტარები