უკანონო მოსმენები

ივანიშვილი: ისეთი კაცი უდგას სუს-ს სათავეში, რომ უკანონო მოსმენებს არ იკადრებს

მე გამოვრიცხავ ყოველგვარ უკანონო მოსმენებს დღეს, ისეთი კაცი უდგას დღეს სათავეში უშიშროების სამსახურს, რომ არაფრით არ იკადრებს და თუ ვინმე გადაცდება, მას, აი, ხვედელიძე გყავთ კარგ მაგალითად, რომელიც არაფორმალურად, კიდევ ვიმეორებ, შტაბის უფროსი იყო ჩვენი ახალი პარტიის და ძალიან წვლილი აქვს მას იმ გამარჯვებაში, რაც ჩვენ მივიღეთ. ერთი წუთით არ დაგვიზოგნია ჩვენი გუნდის წევრი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები