რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: აშშ-ის ელჩი ცოტა ხნის წინ დაინიშნა, სუბიექტურ წყაროს ეყრდნობა

ბატონ თამაზს არ მოვუწონებდი ასეთ გამოთქმას. თუ ელჩმა რაიმე მწვავე განცხადება გააკეთა, მოდით და ჩვენ ავუხსნათ, რა ხდება და ბოდიშის მოხდას ნუ მოვთხოვთ იმის გამო, რომ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა და დაეყრდნო იმ სუბიექტს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა შეცდომაში შეეყვანა არა მხოლოდ ამერიკის ელჩი, არამედ ზოგადად საზოგადოება. მოდით ჩვენ ვიყოთ უფრო აქტიურები და ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არავინ ებრძვის თავისუფალ მედიას და პირიქით, რაც არის პროგრესი, რაც არის გაუმჯობესებული, რაც არის გამოსწორებული და ბევრად დადებითი, ვიდრე იყო 2012 წლამდე, ის დავანახოთ. როცა დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებ დიპლომატიურ მისიას და აქ ხარ, მაშინ უფრო მეტად იცნობ ზოგადად ქვეყანას და აქ არსებულ ვითარებას. მაგრამ ეს ელჩი დიდი ხანი არ არის რაც ჩვენთან დაინიშნა. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ხდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, თუ იმ ცვლილებების კუთხით, რაც განხორციელდა ქვეყანაში.

ვიცესპიკერი მანანა კობახიძე დეპუტატ თამაზ მეჭიაურზე, რომელმაც საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელის რუსთავი 2-ზე განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. კობახიძე გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.

კომენტარები