რუსთავი 2-ის საქმე

კვირიკაშვილი: ყარამანიშვილების განცხადება არ არის კონსტრუქციული

[რუსთავი 2-ის საქმეზე] სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რამენაირი სახით ზეწოლა მოვახდინოთ ან ჩავერიოთ ამაში. ვისურვებდი, რომ შემდგომში პროცესი ძალიან გამჭვირვალედ წარიმართოს და მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, ყველა იმ მხარისთვის, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება ჭირდება. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ორივე მხარე იყოს კონსტრუქციული, რადგან მენეჯმენტი იქნას უზრუნველყოფილი იმ სახით, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მოხდეს. მე მოვისმინე, არ ვიცი, არსებული ვუწოდო, თუ ყოფილი მფლობელების [ძმები ყარამანიშვილების] განცხადება, რომ მათ უარი თქვეს რაიმე სახით მოლაპარკებაში შესვლაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება. მე ვისურვებდი, რომ თუნდაც ამ გარდამავალ პერიოდში, რაიმე სახის პროფესიული ნიშნით, დამოუკიდებლობის მაღალი დონით უზრუნველყოფილი საბჭოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი ორის მფლობელების ძმები ყარამანიშვილების განცხადებაზე.

კომენტარები