აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე-კარასინის მორიგ შევხედრაზე გაზპრომის საკითხის განხილვა არ იგეგმება

ზურაბ აბაშიძე

კარასინი-აბაშიძის მორიგ შევხედრაზე გაზპრომის საკითხის განხილვა არ იგეგმება. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სპეციალისტების განსახილველია. ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი მომავალ შეხვედრაზე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ იმსჯელებენ.

"ჩვენ განვიხილავთ რაც გვაქვს დღის წესრიგით - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული საკითხები. სიახლეები და სენსაცია ნამდვილად არ არის მოსალოდნელი, მაგრამ იქ რამდენიმე საკითხი არის მოსაგვარებელი სავაჭრო ურთიერთობების ჭრილში, მათ შორის ზეგ ვხვდებით ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრი იწვევს თათბირს და გავივლით ყველაფერს, რაც განსახილველია. სოფლის მეურნეობის მინისტრთან გვექნება შეხვედრა. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გვექნება შეხვედრა, ბუნებრივია საგარეო უწყებაში სულ მუდამ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტი. ქონებრივი საკითხებია, ჰუმანიტარული თემაა, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იქ სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები