გიორგი მდინარაძის საქმე

თბილისის პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

justice.gov.ge

თბილისის პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ტაბულას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

"თბილისის პროკურატურაში ცალკეული პოლიციელების მიმართ ადვოკატის, გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაიწყო გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ პროკურატურაში.

აღსანიშნავია, რომ ფაქტზე უკვე დაიწყო მოკვლევა გენინსპექციამაც. 

ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. მდინარაძე, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული, აცხადებს, რომ მას ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში პოლიციელები გაუსწორდნენ. ადვოკატის მტკიცებით, ცემის მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით არჩეული სტრატეგია გახდა, კერძოდ კი დუმილის უფლების გამოყენება. გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში განყოფილების უფროსიც მონაწილეობდა.

კომენტარები