რუსთავი 2-ის საქმე

Freedom House: რ2-ში ახალი მენეჯმენტის დანიშვნა დემოკრატიას ძირს უთხრის

რუსთავი 2-ის მენეჯმენტთან დაკავშირებით მოსამართლე ურთმელიძის განჩინების შესახებ განცხადებას Freedom House ავრცელებს. ორგანიზაციის საერთაშორისო პროგრამების ვიცე პრეზიდენტის, რობერტ ჰერმანის თქმით, რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტის დანიშვნა ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიას.

"რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. მთავრობა არღვევს საკთარი ამომრჩევლებისთვის მიცემულ პირობას, რომ კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის პრესის თვისუფლების კუთხით წინამორბედებთან შედარებით უფრო მაღალ სტანდარტებს დაიცავდა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაასრულოს ჩარევა მედიაში," - ნათქვამია განცხადებაში.

Freedom House არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის სტატუსს, მხარს უჭერს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

კომენტარები